Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | Apple Inc-ის საოპერაციო სისტემას iOS 11-ს ქართული კლავიატურა დაემატა
ambebi.ge
21 September 2017, 15:20
“Apple Inc”-ის საოპერაციო სისტემას iOS 11-ს ქართული კლავიატურა დაემატა - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, უწყება აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს კომპანია „Apple Inc“-თან, რათა საქართველოს მომხმარებლებისთვის კომპანიის მიერ სრულყოფილი მომსახურება იქნეს გაწეული და საქართველო შეყვანილი იქნეს კომპანიის მიერ მხარდაჭერილი ქვეყნების ჩამონათვალში.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კომპანია „Apple Inc“-ს შორის ბოლო პერიოდში გამართული მოლაპარაკებების შედეგად პირველ ეტაპზე „Apple Inc“-მა გახსნა მომსახურებები ქართველი iOS დეველოპერებისთვის, რომლებსაც შესაძლებლობა მიეცათ შექმნან საკუთარი ანგარიშები “App Store”-ზე აპლიკაციების განთავსებისთვის.

”დღეისთვის iOS 11-ის საოპერაციო სისტემას ქართული კლავიატურა ოფიციალურად დაემატა, რაც მნიშვნელოვანი ფაქტია „Apple Inc“-ის მოწყობილობების და iOS ოპერაციული სისტემის ქართველი მომხმარებლებისთვის.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო კვლავ აგრძელებს აღნიშნული მიმართულებით მოლაპარაკებებს კომპანია „Apple Inc“-თან და ვიმედოვნებთ, რომ ახლო პერიოდში კომპანიის მომსახურებები სრულყოფილად იქნება ხელმისაწვდომი საქართველოში, რაც ქართველ მომხმარებლებს და დეველოპერებს შესაძლებლობას მისცემს გამოიყენონ „Apple Inc“-ის პროდუქტების და სერვისების სრული სპექტრი. აღნიშნული თავის მხრივ ხელს შეუწყობს ქვეყანაში ტექნოლოგიური ეკოსისტემის და ციფრული ეკონომიკის შემდგომ განვითარებას”, -აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

"ინტერპრესნიუსი" Advertisement
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი